საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა კატარის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ქსელის “Al Meera”-ს აღმასრულებელ დირექტორთან

ა.წ. 24 სექტემბერს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ქსელის “Al Meera”-ს აღმასრულებელ დირექტორთან იუსეფ ალი ალ-ობაიდანთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-კატარს შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, მათ შორის კომპანია “Al Meera”-ს ქსელში წარმოდგენილი ქართული პროდუქციის ნაირსახეობის გაზრდის შესაძლებლობებზე.