საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა კატარში „ჩინეთის ბანკი“-ს ოფისის პრეზიდენტთან

.. 19 სექტემბერს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარში „ჩინეთის ბანკი“-ს (Bank of China) ოფისის პრეზიდენტთან ჯონსონ ლინთან.  შეხვედრაზე განხილულ იქნა „ჩინეთის ბანკი“-ს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე შესვლის შესაძლო პერსპექტივები, ასევე „ჩინეთის ბანკი“-ს დელეგაციის მ.წ. ოქტომბრის თვეში საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის  საკითხები.