საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

.. 17 სექტემბერს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან ჯასიმ ბინ საიფ ალ სულაიტისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები, მათ შორის ქ. დოჰასა და ქ. ბათუმს შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყების შესაძლებლობა, ორი ქვეყნის საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოებს შორის თანამშრომლობის დაწყება, ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, აგრეთვე ა.წ. 22-23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმში კატარის მხარის მონაწილეობა და ა.წ. 29 ოქტომბერს დოჰაში დაგეგმილ უსაფრთხო, ჭკვიანი ქალაქების გამოფენაში (QITCOM 2019) ქართული დელეგაციის მონაწილეობა.