საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის შეხვედრა კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან

15 ივლისს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან ალი ბინ აჰმედ ალ-კუვარისთან.

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის პერსპექტივაზე. საუბარი შეეხო ერთი მხრივ შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონსა და მეორე მხრივ ყურის რეგიონის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების შესაძლებლობებს. მინისტრმა ალ-კუვარიმ დადებითად შეაფასა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და გამოთქვა სურვილი 2019 წელს ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს საქართველოს, ადგილზე გაეცნოს საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ქართულ მხარესთან განიხილოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობები.