საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის შეხვედრა განათლების მსოფლიო ინოვაციური სამიტის აღმასრულებელ დირექტორთან

27 ივნისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა განათლების მსოფლიო ინოვაციური სამიტის (World Innovation Summit for Education (WISE) აღმასრულებელ დირექტორთან - სტავროს იანუკასთან. განათლების მსოფლიო ინოვაციური სამიტი წარმოადგენსკატარის ფონდისერთ-ერთ მთავარ ინიციატივას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების საკითხებზე ქვეყნებს შორის დიალოგს და განათლების სფეროში ინოვაციებისა და შემოქმედებითი მიდგომების დანერგვას.

შეხვედრისას განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის WISE-ის სამიტში საქართველოს მონაწილეობის, WISE-ის მორიგი ფორუმის საქართველოში ჩატარებისა და „WISE Learners’ Voice Program“ პროგრამაში ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხები.