საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის შეხვედრა კატარის მუნიციპალიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან

პირველ ივლისს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის მუნიციპალიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან - აბდულა ბინ აბდულაზიზ ბინ ტურკი ალ-სუბაისთან.

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და კატარს შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, მხარეებმა განიხილეს საქართველოდან კატარში სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის პროდუქციის იმპორტის ხელშეწყობისა და გაფართოების გზები. საუბარი აგრეთვე შეეხო ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

მინისტრი აბდულა ალ-სუბაი მიესალმა კატარში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ბატონ ლევან დავითაშვილის ოქტომბრის თვეში დაგეგმილ ვიზიტს. მან აგრეთვე გამოხატა სურვილი და მზადყოფნა, მ. წ. ნოემბერში თბილისში დაგეგმილ Agro Food Drink Tech Expo 2019-ზე მიავლინოს მისი სამინისტროს წარმომადგენლობითი დელეგაცია. იმავდროულად, მინისტრმა აბდულა ალ-სუბაიმ ქართული კომპანიები მიიწვია 2020 წლის მარტში დოჰაში დაგეგმილ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დარგების ერთობლივ გამოფენა - AgriteQ – EnviroteQ-ში.