საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიასპორასთან დაკავშირებით წარმოდგენილი პროექტების დაფინანსების შესახებ

გაცნობებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდიასპორული ინიციატივების ფონდისპროგრამის ფარგლებში, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით დააფინანსებს საქართველოს მოქალაქეთა მიერ დიასპორასთან დაკავშირებით წარმოდგენილ პროექტებს და განახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე.

საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 500.000 ლარს და კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 30.000 ლარი.

 

განმცხადებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტებია:

 

-დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება (იხ. დანართი N2);

-საგრანტო წინადადება;

-ფოტოსურათი;

-CV ქართულ ენაზე;

-ID ბარათი, საქართველოს პასპორტი ან/და სამგზავრო დოკუმენტი;

(საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში, საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის

დამადასტურებელი დოკუმენტი (სასწავლო ვიზა, ცხოვრების ნებართვა, ცნობა მუშაობის უფლების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

-უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

-ორი სარეკომენდაციო წერილი;

-სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

საგრანტო წინადადება უნდა მოიცავდეს:

 

-ინფორმაციას თუ როგორ, რა მეთოდებითა და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/ მომსახურების შესრულებას;

-გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას;

-დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს;

-შესრულების ვადას;

-მოსალოდნელ შედეგს.

 

დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის შედეგად დიასპორას გამჭვირვალე კონკურსის გზით საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას ქმედითად შეუწყობს ხელს.

პროექტის წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: diaspora@mfa.gov.ge; ასევე, საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების (ქართულ ენაზე, ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით ხდება მხოლოდ ელექტრონულად.

 

დანართი N 1 საგრანტო პროგრამის აღწერილობა: https://drive.google.com/open?id=1ZrKylX_hQ7kVFEIZDXGVxyA2-AqVNC-b

დანართი N 2 საგრანტო განაცხადის ფორმა:

https://drive.google.com/open?id=14KyUoGg4Y0TBiACXtG7HXUprWkH_poLV