საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. დოჰაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. 28 აპრილიდან - 3 მაისის ჩათვლით . დოჰაში სასტუმრო “Saint Regis”-ში ჩატარდა ქართული სამზარეულოს კვირეული - „Flavors of Georgia“. სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ საქართველოდან მოწვეული მზარეულის - მერი გუბელაძის მიერ მომზადებული ქართული კერძები.

28 აპრილს საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება დოჰაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის.  1 მაისს სასტუმროში “Saint Regis” გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელსაც დაესწრნენ კატარის ოფიციალური პირებიდოჰაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.