საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პროგრამა „მომავლის ბანაკის“ შესახებ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“- ორგანიზებით, ხორციელდება პროგრამა მომავლის ბანაკი, რომლის ფარგლებში მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში იგეგმება მასშტაბური პროექტი შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. შაორის მომავლის ბანაკის ძირითადი თემაა მოხალისეობა. 5 საბანაკე დღე მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს.

მომავლის ბანაკმონაწილეობა შეუძლია საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 18-25 წლის ასაკის ქართველ სტუდენტებ, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. „მომავლის ბანაკში“ მონაწილობისთვის შერჩეულ იქნება 24 ახალგაზრდა.

პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ჯგუფების დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი. ბანაკში მონაწილეთა გამგზავრება განხორციელდება სსიპბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიდან“ (მისამართი: . თბილისი, ვაჟა-ფშაველას 76 ). მონაწილეთა ტრანსპორტირების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

დაინტერესებული კანდიდატებმა საქართველოს საელჩოში უნდა წარმოადგინონ:

· პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საერთაშორისო პასპორტი);

· ცნობა უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შესახებ;

 · საერთაშორისო დაზღვევა;

· ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.