საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა კატარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრთან ჰანან მუჰამედ ალ-კუვარისთვან

ა. წ. 28 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრთან ჰანან მუჰამედ ალ-კუვარისთვან. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს და კატარს შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. საქართველოს ელჩმა და კატარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრმა განიხილეს საქართველოში არსებულ სამედიცინო უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობები, კარდიოლოგიასა და ონკოლოგიის სფეროებში კატარსა და საქართველოში დაგეგმილ კონფერენციებში  ქართველი და კატარელი ექიმების მონაწილეობის, ორი ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის უწყებებს შორის სამართლებრივი ბაზის განვითარების და კატარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დაგეგმვის საკითხები.