საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტაჟირების კონკურსი

საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში 2018 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს. 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 

საბუთები მიიღება მ/წლის 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე doha.emb@mfa.gov.ge

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

განცხადებების გადარჩევა.
გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
ფლობდეს სახელმწიფო ენას
კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას, სასურველია არაბული ენის ცოდნა;
იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს კატარში ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: doha.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (განაცხადის შესავსები ფორმა მოცემულია თანდართული ბმულით);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
დ) პასპორტის ასლი;
ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).
ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა. 

გასაუბრება ჩატარდება საქართველოს საელჩოში შემდეგ მისამართზე: 
დოჰა, კატარის სახელმწიფო,  ვესტ ბეის რაიონი, ზონა 66, ქუჩა 835, ვილა 9 
ტელეფონი:    (+974)  4473 94 99
ფაქსი:              (+974)  4473 94 95

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი. 

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.pdf

სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი.pdf