საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოში გაცემული დოკუმენტი სხვა ქვეყანაში გამოყენების მიზნით საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას.

ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში, მათი ავთენტურობის (ნამდვილობის) დამოწმებას.

ლეგალიზაცია წარმოადგენს ხანგრძლივ პროცედურას, რომელიც გულისხმობს დამოწმების პროცესში რამდენიმე უწყების მონაწილეობას. ლეგალიზაციის დროს აუცილებელია დოკუმენტის მიმღები უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულების მიერ მისი დამოწმება (საკონსულო ლეგალიზაცია), რის შემდეგაც დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამ კონკრეტულ უცხო ქვეყანაში.

კატარის სახელმწიფოში წარსადგენი დოკუმენტაცია (მაგ. დაბადებით მოწმობა, დიპლომის დანართი, ინვოისი, მინდობილობა და ა.შ.) საჭიროებს საკონსულო ლეგალიზაციას საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ. დეტალური ინფორმაცია საქართველოში საკონსულო ლეგალიზაციის პროცედურის განხორციელების შესახებ იხილეთ: http://psh.gov.ge/main/page/1/74  

ანალოგიურად, კატარში გაცემული დოკუმენტები, საქართველოში მათ შემდგომ წარდგენამდე საჭიროებს ლეგალიზაციას. საკონსულო ლეგალიზაციას კატარის სახელმწიფოში ახორციელებს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://mofa.gov.qa/en/consular-services/legalization/legalization); დოკუმენტები ასევე მათი საქართველოში გამოყენებამდე ლეგალიზებულ უნდა იქნას კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ.

 

საელჩოს მიერ დოკუმენტის ლეგალიზაციის პროცედურა:

  1. ლეგალიზაციის შესახებ ელექტრონული განცხადების შევსება შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/en/services/46.html
  2. საკონსულო სამსახურში ვიზიტის დაგეგმვა, ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.geoconsul.gov.ge/en/register/visit

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • -სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა დოკუმენტების ლეგალიზაციისთვის;
  • -კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამოწმებული ორიგინალი დოკუმენტები;
  • -განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • -ლეგალიზაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა შესაბამისი დოკუმენტი უნდა აიტვირთოს E-Application (www.geoconsul.gov.ge/en) სისტემაში.

ერთი დოკუმენტის ლეგალიზაციის საფასურია 15 აშშ დოლარი.

ლეგალიზაციის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება საქართველოს საელჩოს შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

 

Commercial Bank

Current Account Name: Embassy of Georgia
Account Nr. 4810-107959-052
Currency: US Dollars
Consular Section

IBAN: QA95 CBQA 0000 0000 4810 1079 5905 2

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონსულო მოსაკრებლის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში (შესაბამისი საბანკო მომსახურების გადასახადის დაფარვის ჩათვლით), საელჩო ვერ შეძლებს განაცხადის განხილვას.