საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის ინტერვიუები კატარის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

2021 წლის 18 დეკემბერს, კატარულ წამყვან ინგლისურ და არაბულენოვან გამოცემებში - Gulf Times, Al Raya, Al Sharq გამოქვეყნდა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის ინტერვიუები კატარის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. 

სტატიებში ელჩი საუბრობს საქართველოსა და კატარს შორის ომხრივი ურთიერთობებში მიღწეულ პოზიტიურ შედეგებზე, კერძოდ ეკონომიკის, კულტურის, ვაჭრობის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სპორტის მიმართულებით. ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას და მემორანდუმს - განათლების, მეცნიერების და კვლევის, ასევე დიპლომატების ტრენინგის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. 

ინტერვიუებში აღნიშნულია კატარის მიერ პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პოზიტიური შედეგები, ასევე ქვეყნის მიღწევები 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მომზადების კუთხით. 

Gulf Times-ის ბმული: https://bit.ly/3yPUOF3

 Al Sharq-ის ბმული: https://bit.ly/3ekOImt

 Al Raya-ს ბმული: https://bit.ly/3EmN8eo