საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრის მოადგილესთან სულთან ბინ რაშიდ ალ ხატერთან

2021 წლის 22 ნოემბერს, კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრის მოადგილესთან სულთან ბინ რაშიდ ალ ხატერთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის და ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პერსპექტივებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ხსენებულ სფეროებში კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.