საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლექსით „ბაღი უდაბნოში“ პოეზიის კონკურს „ნაზრა“-ს გამარჯვებული გიორგი ლობჟანიძე გახდა

ლექსით „ბაღი უდაბნოში“ პოეზიის კონკურს „ნაზრა“-ს გამარჯვებული გიორგი ლობჟანიძე გახდა.

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და კატარის კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით 2021 წლის 15-25 სექტემბერს ყოველწლიური პოეზიის კონკურსი „ნაზრა“ გაიმართა, რომელიც ქართულ ლექსებს დაეთმო. საკონკურსო ლექსების თემა გახლდათ „ადამიანი - პოეზიისა და სიკეთის შუაგული“.

ლექსით „ბაღი უდაბნოში“ კონკურსის გამარჯვებულად გიორგი ლობჟანიძე დასახელდა, რომელსაც კატარის კულტურის და სპორტის სამინისტრო გადასცემს ჯილდოს და მოიწვევს კატარის სახელმწიფოში 2022 წლის 21 მარტს დაგეგმილ პოეზიის საერთაშორისო დღეზე.

საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში ულოცავს გიორგი ლობჟანიძეს კონკურსში გამარჯვებას, ასევე მადლობას უხდის ყველა პოეტს და პოეზიის მოყვარულს კონკურსში მონაწილეობისთვის.

 

პოსტერზე განთავსებულია ნაწყვეტი ლექსიდან „ბაღი უდაბნოში“.

01.10.2021