საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის საინვესტიციო სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორთან

2021 წლის 16 მარტს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის საინვესტიციო სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორთან შეიხ ალი ალვალეედ ალ თანისთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ინვესტიციების განხორციელების კუთხით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. 

საქართველოს ელჩმა კატარულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობასა და ამ სფეროში მოღვაწე ქართული კომპანიებისთვის კატარში არსებული შესაძლებლობების გაცნობის აუცილებლობაზე.