საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა Lulu Group International-ის დირექტორთან, მოჰამედ ალტაფთან

ა.წ. 16 თებერვალს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა მორიგი შეხვედრა გამართა კატარში და ყურის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ქსელის -Lulu Group International-ის დირექტორთან, მოჰამედ ალტაფთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქციის განთავსებაზე ისაუბრეს. ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ადგილობრივ ბაზარზე მათი ხელშეწყობის მიზნით, მიღწეულ იქნა შეთანხმება Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქციის გამოფენა/ბაზრობის (Georgian Food Fair) გამართვასთან დაკავშირებით. 

მოჰამედ ალტაფმა გამოთქვა მზადყოფნა, ქართული პროდუქციის გამოფენა/ბაზრობის დასრულების შემდეგ, განახორციელოს ვიზიტი საქართველოში. საქართველოს ელჩმა Lulu Group International-ის დირექტორს საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ჰინდური გამოცემა, რომელიც ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ხელშეწყობით ითარგმნა და გამოიცა.