საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კატარში აპლიკაციის "Ehteraz" გამოყენება სავალდებულო ხდება!

კატარის სახელმწიფოში 22 მაისიდან სპეციალური აპლიკაციის “Ehteraz” გამოყენება სავალდებულო ხდება! 

კატარის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კატარის სახელმწიფოში, როგორც კატარის მოქალაქეები, ასევე დროებით ან მუდმივად მყოფი პირები  ვალდებულნი არიან საცხოვრებელი ადგილის ნებისმიერი მიზნით დატოვებისას გააქტიურონ და გამოიყენონ აღნიშნული აპლიკაცია. გადაწყვეტილება ძალაშია 22 მაისიდან შემდგომ შეტყობინებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია 200 000 კატარული რიალის ოდენობის ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული რეგულაციები კატარში გადაადგილებისას!

“Ehteraz”-ის ჩამოტვირთვა თქვენს ტელეფონში შესაძლებელია შემდეგი ბმულებიდან: 

App Store: apps.apple.com/us/app/ehteraz…

Google Play: play.google.com/store/apps/det…