საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კატარის სახელმწიფოში 17 მაისიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო ხდება!

კატარის სახელმწიფოში 17 მაისიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო ხდება!

ა.წ. 13 მაისს კატარის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კატარის სახელმწიფოში, როგორც კატარის მოქალაქეები, ასევე დროებით ან მუდმივად მყოფი პირები ვალდებულნი არიან საცხოვრებელი ადგილის ნებისმიერი მიზნით დატოვებისას გამოიყენონ პირბადე. გადაწყვეტილება ძალაშია 17 მაისიდან შემდგომ შეტყობინებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია 200 000 კატარული რიალის ოდენობის ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით. ერთადერთ გამონაკლის წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც პირი მართავს ავტომობილს და მანქანაში იმყოფება მარტო.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული რეგულაციები კატარში გადაადგილებისას!