საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო სახალხო დიპლომატიის გლობალური ქსელის (GPDnet) წევრი გახდა

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით საქართველო სახალხო დიპლომატიის გლობალური ქსელის (GPDNet) სრულუფლებიანი წევრი გახდა. 

მ.წ. 21 იანვარს ქ. დოჰაში წევრობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს შემოქმედებითი საქართველოს დირექტორმა ირმა რატიანმა და კატარის კულტურული ფონდის დირექტორმა ხალედ ბინ იბრაჰიმ ალ სულაითიმ.

სახალხო დიპლომატიის გლობალური ქსელი დაფუძნდა 2014 წელს ქ. სეულში, კორეის ფონდის (Korea Foundation) ინიციატივით. გაერთიანების მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამეგობრობის თანამშრომლობას კულტურული და საზოგადოებრივი ინიციატივების, აგრეთვე ცოდნის გაზიარების საშუალებით. ქსელი აქტიურად მუშაობს კულტურის დიპლომატიის განვითარების მიმართულებით და მართავს მრავალ საერთაშორისო ღონისძიებას.  2020-2023 წლის განმავლობაში სახალხო დიპლომატიის გლობალური ქსელის თავჯდომარე ქვეყანას კატარი წარმოადგენს.